უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი დიასამიძე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ნუგზარ სურმანიძეს ადანაშაულებს

26 თებერვალი 2017, 20:00 179 ნახვა

უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი დიასამიძე ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ნუგზარ სურმანიძეს კომპანია “ვიტაფარმის” ლობირებაში ადანაშაულებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, 2013-16 წლებში კომპანიას ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 13 ტენდერი ისე აქვს მოგებული,  რომ კონკურენტი არ ჰყოლია. ბრალდებებს ნუგზარ სურმანიძე პასუხობს და ამბობს, რომ თუ გიორგი დიასამიძეს დადასტურებული ფაქტები აქვს, შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს.  ის განმარტავს, რომ „ვიტაფარმაში“ 10-პროცენტიანი წილის მფლობელი  1997 წლიდან არის და  კომპანიისგან დივიდენტი მხოლოდ გასულ წელს მიიღო.  სურმანიძის თქმით, მას კომპანიის შიდა სამზარეულოსთან ხელი არ მიუწვდება. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი განმარტავს, რომ კომპანიამ ყველა ტენდერი  ელექტრონულად მოიგო, ამიტომ  ლობირება და ზეგავლენის მოხდენა გამორიცხულია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი