ბათუმში წყლის ავზებისა და სახურავ მასალის ახალი საწარმო ამოქმედდა

06 ოქტომბერი 2016, 20:00 729 ნახვა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეს, ბათუმში, ახალი საწარმო ამოქმედდა. კომპანია „ნოვა“ წყლის ავზებსა და სახურავ მასალას აწარმოებს. პროგრამით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიის ერთი საწარმო 3 ათას 600 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა. ამ დროისთვის ახალი საწარმოს 8 ათასი კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე აგებენ. ის ექსპლოატაციაში წლის ბოლოს შევა. მშენებლობის პროცესი დღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ რამაზ ბოლქვაძესთან ერთად დაათვალიერა. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აჭარაში 14 საწარმო ფუნქციონირებს.
 
 

ამავე კატეგორიაში