არჩევნების შედეგების შეჯამების უკიდურესი ვადა 27 ოქტომბერია

06 ოქტომბერი 2016, 20:00 814 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამების უკიდურესი ვადა 27 ოქტომბერია. ”საარჩევნო კოდექსის” გათვალისწინებით, ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული ოქმებისა და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებების საფუძველზე, არჩევნების დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს. 
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტური არ დაინიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს დაადგენს, თუ არჩევნების მეორე ტური დაინიშნება, ცესკო პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს მეორე ტურის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, 21 ნოემბერს გამოსცემს.

ამავე კატეგორიაში