გივი თარგამაძე სახლში ორმა გამომძიებელმა გამოკითხა

06 ოქტომბერი 2016, 20:00 687 ნახვა

„მე გამომძიებლებთან ერთად მთლიანად აღვიდგინე 4 ოქტომბრის დღე და ეს იყო ძირითადი საუბრის თემა“, - ამის შესახებ გუშინ, ორსაათიანი გამოკითხვის შემდეგ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა. დეპუტატი სახლში ორმა გამომძიებელმა გამოკითხა.
თარგამაძეს განცხადებით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და საგამოძიებო ორგანოს თავად ეწვიოს.

ამავე კატეგორიაში