აჭარაში ამომრჩეველი - 308 ათას 506, ბათუმში კი 158 ათას 963 ამომრჩეველია რეგისტრირებული

06 ოქტომბერი 2016, 20:00 816 ნახვა

აჭარაში ამომრჩეველი - 308 ათას 506, ბათუმში კი 158 ათას 963 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
პროპორციულად ირჩევა 15 წევრი, მაჟორიტარული წესით კი 6. პარტიულ სიებში 471 კანდიდატია რეგისტრირებული, მათგან 329 მამაკაცი, 142 ქალი. 6 მანდატისთვის მაჟორიტარობის 76 კანდიდატი იბრძვის. უსკოში რეგისტრირებულია 15 პარტია და ბლოკი, მაჟორიტარები წარდგენილი ჰყავს 14 პარტიას. უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის დამოუკიდებელი კანდიდატები არ იბრძვიან.
რეგისტრაცია გაუუქმდა მხოლოდ 1 კანდიდატს, ხულოს საარჩევნო ოლქში თამაზ ხმალაძეს "თოფაძე - მრეწველები-ჩვენი სამშობლო"-დან.
უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე უსკო-ში სადამკვირვებლო ორგანიზაციად სულ 8 ორგანიზაციაა რეგისტრირებული, მათგან 7 ადგილობრივი, ხოლო 1 საერთაშორისო.

ამავე კატეგორიაში