ჯეიმს აპატურაი გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ეხმაურება

05 ოქტომბერი 2016, 20:00 902 ნახვა

„ნატო შეშფოთებულია ძალადობის იმ ფაქტებით, რომლებსაც საარჩევნო პერიოდში ჰქონდა ადგილი“, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს. აპატურაი დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებას ეხმაურება.
შეგახსენებთ რომ 4 ოქტომბერს, ღამით, ”პირიმზესთან“, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ავტომანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც 5 მოქალაქე დაშავდა.

ამავე კატეგორიაში