სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

29 აგვისტო 2016, 20:00 887 ნახვა

31 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე გრილი და ნოტიო ჰაერის მასები დაიწყებს შემოსვლას. 1 სექტემბერს კი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონური ხასიათის ჰაერის მასები გავრცელდება მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. რის გამოც - 31 აგვისტოს ამინდის პირობები გაუარესებას დაიწყებს, რომელიც მაქსიმალურ ცვლილებებს 1 სექტემბერს გამოიწვევს.

31 აგვისტოს და განსაკუთრებით 1 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.

ამავე კატეგორიაში