ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს 11 ერთეული ნაგავმზიდი მანქანა შეემატა

18 ივლისი 2016, 20:00 1190 ნახვა

ბათუმის სანდასუფთავების სამსახურს 11 ერთეული დიდი და მცირე ზომის სპეციალური ნაგავმზიდი მანქანა შეემატა. ,,ფორდისა“ და ,,ისუზუს“ მარკის მანქანები თურქეთიდან შემოიტანეს.
მცირე ზომის მანქანები, ძირითადად, ძველი ბათუმისა და ბულვარის ტერიტორიაზე ივლიან, დიდი ზომის ნაგავმზიდები კი მთლიანად ქალაქის ტერიტორიაზე. საყოფაცხოვრებო ნარჩენებსქალაქის სხვადასხვა უბნიდან ძველი ტექნიკითაც გაიტანენ.
სპეცტექნიკის შესაძენად ბიუჯეტიდან 1 მილიონ 940 ათასი ლარი გამოიყო.

მალე ბათუმში 300 ცალი 1100 ლიტრიანი და 200 ცალი 240 ლიტრიანი ახალი სანაგვე კონტეინერები დაიდგმება. ბიუჯეტიდან 149 250 ლარი გამოიყო. ქალაქში, ასევე, 100 ცალი დეკორატიული ქვის ურნა და 500 ცალი გერმანული ახალი კონტეინერი განთავსდება, რომელთა ღირებულება 306 000 ლარს შეადგენს. 
სპეცტექნიკისა და სანაგვე კონტეინერების შეძენისთვის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 395 ათას 250 ლარი გამოიყო. ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის ახალი სპეცტექნიკა დღეს ვიცემერმა ბაგრატ მანველიძემ დაათვალიერა.

ამავე კატეგორიაში