წერეთლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

18 ივლისი 2016, 20:00 989 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქალაქის მერთან ერთად წერეთლის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. გიორგი ერმაკოვმა ზურაბ პატარაძეს ის პროექტი გააცნო, რომლის მიხედვითაც წერეთლის ქუჩაზე ბორდიურების, ტროტუარებისა და სანიაღვრე არხებისა გაკეთება და ასფალტის საფარის დაგება იგეგმება. 
მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ სამუშაოები დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება. დღესვე გარემოვაჭრეებისთვის თანამედროვე სავაჭრო ობიექტების განთავსებაზეც იმსჯელებენ. გიორგი ერმაკოვის თქმით, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება.

ავტორი: ლაშა ველიაძე

ამავე კატეგორიაში