გიორგი თავამაიშვილი შაჰინის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება

17 ივლისი 2016, 20:00 1070 ნახვა

შაჰინის სკოლა-ლიცეუმთან დაკავშირებით აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმაც ისაუბრა. გიორგი თავამაიშვილის განცხადებით,  სკოლა სამინისტროს მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმის მიხედვით მუშაობს და   დაწესებულებას  კარგი რეპუტაცია აქვს. 
   უწყების პირველი პირი განმარტავს, რომ საკონსულოს წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, არასწორ ინტერპრეტაციას საზოგადოების სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. 
  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ფიქრობენ, რომ თემა სენსიტიურია და საკითხით აჭარის განათლების სამინისტრო უნდა დაინტერესდეს. 

 ავტორი: ზაირა ლომაძე

ამავე კატეგორიაში