ქედაში მეწყრული პროცესები განმეორდა

10 ივლისი 2016, 20:00 941 ნახვა

ქედაში მეწყრული პროცესები განმეორდა. სოფელ ჯალაბაშვილებში, გუშინ ღამით გააქტიურებულმა მეწყერმა აღდგენილი გზა ისევ ჩახერგა. მეოთხე დღეა გარესამყაროსაა მოწყვეტილი სოფელში მცხოვრები 18 ოჯახი.

   შეგახსენებთ, 8 ივლისს,  მეწყერმა, გზის სავალ ნაწილთან ერთად,  საფრთხე ერთი ოჯახის საცხოვრებელსაც შეუქმნა. დაზარალებულები ტერიტორიის გეოლოგიურ შესწავლასა და კომპენსაციას ითხოვენ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქედაში  მეწყერის 10 კერა დაფიქსირდა. მუნიციპალიტეტში სალიკვიდაციო სამუშაოები გუშინ დასრულდა. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჯალაბაშვილების გარდა, ყველა ადმინისტრაციული ერთეულისა და სოფლის  მიმართულებით გზები მოწესრიგდა. რაც შეეხება ჯალაბაშვილებს, აქ  სამუშაოები  დაწყებულია და მოძრაობა დღის მეორე ნახევარში აღდგება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიამ, გამგეობის ბალანსზე არსებული, 108 ათას 600 ლარის ინფრასტრუქტურა დააზიანა, ზარალის საბოლოო მონაცემები კვლავ ზუსტდება. 

ამავე კატეგორიაში