''Black Sea Arena'' სახელმწიფოს გადაეცემა

07 ივლისი 2016, 20:00 883 ნახვა

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი ''Black Sea Arena'', რომლის გახსნაც ივლისის ბოლოს იგეგმება, სახელმწიფოს გადაეცემა. საკონცერტო დარბაზი 8 ათას 700-მდე სტუმრის მიღებას შეძლებს. სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია. ამფითეატრის ტიპის ღია საკონცერტო დარბაზი უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი, მოძრავი სახურავი კი ამინდზეა მორგებული. საკონცერტო დარბაზის მშენებლობა 2008-2009 წლებში ფონდ „ქართუ“-ს ინიციატივით დაიწყო, მშენებლობაში ფონდმა 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დარბაზის გადაცემის ღონისძიება მიმდინარე კვირისთვის არის დაგეგმილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი