ბათუმის სარაგბო კლუბი დიდი 10-ის ფინალშია

20 აპრილი 2019, 00:00 1890 ნახვა

ბათუმის რაგბი არენაზე გამართულ შესარჩევ ფინალში, ბათუმის "ბათუმმა" 32-10 სძლია რუსთავის "ხარებს", ფინალში გავიდა და ფინალის ბათუმში ჩატარების უფლებაც მოიპოვა.

რუსთავის ''ხარები'' კვლავ ინარჩუნებენ ფინალში გასვლის შანსს . 5 მაისს ''ხარები'' ლოკომოტივსა და არმაზს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბათუმის "ბათუმს" საქართველოს ჩემპიონატი ორჯერ აქვს მოგებული 1999 და 2002 წლებში. 2017 წელს კი ფინალური შეხვედრა გორის :"ჯიქებთან" დათმეს.

დიდი ათის გათამაშების ნახევარფინალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი ირაკლი თურმანიძეც დაესწრნენ.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში