მზადება ციტრუსის სეზონისთვის

11 აგვისტო 2016, 00:00 2412 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვარაუდით, წელს ადგილზე 15 ათასი ტონა არასტანდარტული  მანდარინი გადამუშავდება. ჯამში რეგიონში 60 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. მინისტრმა  მედიას  ძირითადი საექსპორტო ბაზრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ციტრუსი კონცენტრატის სახით საფრანგეთში, ჰოლანდიაში, იტალიაში,  ისრაელსა  და იაპონიაში გაიგზავნება.  პოტენციურ ბაზრად განიხილება მოლდოვა, პოლონეთი, ესტონეთი და უწყება  ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში