ბათუმის დინამოს კიდევ ერთი გამარჯვება

14 აპრილი 2019, 00:00 1457 ნახვა

ეროვნული ლიგა1-ის მერვე ტურის მატჩში ბათუმის დინამომ რუსთავში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ადგილობრივ "რუსთავთან" მატჩი ანგარიშით 2-0 დასრულდა. გოლები მეტოქის კარში ჯოვინო ფლამარიონმა და თორნიკე გაფრინდაშვილმა გაიტანეს. 

რვა ტურის შემდეგ, ბათუმის დინამო 16 ქულით მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოსთან ერთად. 

ცხრილის სათავეში მყოფ საბურთალოს, სამივე გუნდი ორი ქულით ჩამორჩება. 

ამავე კატეგორიაში