გომის მთასთან ახლოს 15 ჰექტარზე ტყე იწვის

13 აპრილი 2019, 00:00 2574 ნახვა

ოზურგეთში, სოფელ შემოქმედთან, გომის მთასთან საზღვარზე მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან. ხანძარი 15 ჰექტარ ტყეს გაუჩნდა.

ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  ცეცხლის კერა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 10 კილომეტრშია. ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე მერიის წარმომადგენლები. ხანძარი შემაღლებულ ადგილზეა და მიუვალია, რის გამოც საგანგებო სამსახურის ტექნიკა ცეცხლის კერამდე ვერ მიდის.

მეხანძრე-მაშველები ადგილზე ფეხით მივიდნენ და ხანძრის ლიკვიდაციას საკუთარი ძალებით ცდილობენ. ადგილზე იმერეთის და აჭარის სახანძრო სამაშველო ბრიგადებიც არიან მობილიზებულები.

შშს-მ გამოძიება 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზანებას ან განადგურებას ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში