პროტესტი მერიის მისაღებში

11 აპრილი 2019, 00:00 1389 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დღესაც აპირებენ ღამით ბათუმის მერის მისაღებში დარჩენას. ამ ფორმით ისინი პროტესტს გამოხატავენ - პროტესტი კი მათი თქმით საჯარო ინფორმაციას უკავშირდება, რომელსაც მერია მათ არ აწვდის.

გაერთიანების წევრებმა ღამე ბათუმის მერის კაბინეტთან მისაღებში გუშინაც  გაათენეს. ისინი მერიის აიპებსა და შპს-ებში დასაქმებულ პირთა სიას ითხოვენ. აცხადებენ, რომ მერია სიას მიზანმიმართულად არ ასაჯაროვებს, რადგან იკვეთება ნეპოტიზმის ნიშნები. პარტიის წევრებს დილით ქალაქის მერი შეხვდა, თუმცა ამბობენ, რომ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.

ოპოზიცია პროტესტს აგრძელებს. ამბობენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მერს კაბინეტში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.  ბათუმის მერის თქმით კი ოპოზიციამ გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი კანონის ფარგლებში წერილობით  მიიღო,  პერსონალური ინფორმაციის გაცემას კი კანონი კრძალავს.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში