სპორტსმენი მწვრთვნელს შევიწროვებაში ადანაშაულებს

11 აპრილი 2019, 00:00 1282 ნახვა

ძალოსნობაში მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატში არ მონაწილეობს  ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე.  იგი სანაკრებო განაცხადში ვერ მოხვდა. სპორტსმენი ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს თემურ ჯანჯღავას ადანაშაულებს შევიწროვებაში. ჯანჯღავა კი სპორტსმენის დისციპლინაზე მიუთითებს.

სპორტსმენის მამა, დიმიტრი ლორთქიფანიძე  აცხადებს, რომ ეს პირადი ანგარიშსწორების შედეგია. ბრალდებები ისმის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის მისამართითაც.
 

ასანიძის განცხადებით ფედერაცია ბრალდებებზე საპასუხო პრესკონფერენციას ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამართავს. ცნობისთვის, შესაძლო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში