გამოსახლების პროცესი გადაიდო

11 აპრილი 2019, 00:00 3091 ნახვა

ურეხში, ჩოხარაძეების ოჯახის  გამოსახლების პროცესი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო. იპოთეკით დაზარალებულების   ინფორმაციით,  13 ათასი დოლარი კერძო მევახშისგან აიღეს, თუმცა სოციალური მდგომარეობის გამო თანხა ვერ გადაიხადეს.

ირწმუნებიან, რომ მევახშემ სახლი აუქციონზე გაიტანა, მისმა მეუღლემ კი სახლი  5000 ლარად შეიძინა, ახლა კი26 ათასი ლარის გადახდას სთხოვენ.  

ადგილზე მობილიზებული იყო აღსრულების პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.  იპოთეკით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ხელისუფლებას პრობლემის დაინტერესებისკენ მოუწოდეს.  

მათივე ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ. 

ამავე კატეგორიაში