ბათუმის მერიას ''სვეტის'' მენაშენეები დემონტაჟის ნებართვის გაუქმებას სთხოვენ

10 აპრილი 2019, 00:00 2654 ნახვა

უნებართვო მშენებლობისთვის 6-ჯერ დაჯარიმებული კომპანია „სვეტი“ და ბინების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები - მენაშენეებმა დღეს აქცია ბათუმის  მერიასთან გამართეს და ქალაქის მთავრობას დემონტაჟის შესახებ გაცემული ბრძანების მოშლა მოსთხოვეს. ასევე ითხოვენ, თამარის დასახლებაში შეჩერებული მშენებლობის დასრულებისთვის სხვა ინვესტორთან შუამდგომლობას.

მენაშენეების განცხადებით, მათ დღეს ბათუმის მერიაში კომპანია „ორბთანშუამდგომლობასაც დაჰპირდნენ, რომლის ტერიტორიაზეც „სვეტის“ მშენებლობის ნაწილი აღმოჩნდა.

„ორბში“ კი აცხადებენ, რომ მიწა სხვა მფლობელისგან შეისყიდეს და ვალდებულებები არ აკისრიათ. რაც შეეხება „სვეტს,“ კომპანიასთან დაკავშირება დღეს ვერ შევძელით.  ცნობილია, რომ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია ორი მენეჯერი. როგორ აშენდა ქალაქში 7 სართული ისე, რომ ნებართვა არ იყო გაცემული და რა ბედი ელით ახლა მენაშენეებს?

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში