ბაგრატიონის ქუჩის ერთი ნაწილი მოქალაქეებმა გადაკეტეს

10 აპრილი 2019, 00:00 15947 ნახვა

მოქალაქეებმა ბაგრატიონის ქუჩის ერთი ნაწილი პროტესტის ნიშნად გადაკეტეს და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. გზაზე საცობია და გადაადგილება შეფერხებული.

საპროტესტო აქცია ​შავშეთის ქუჩის მცხოვრებლებმა გამართეს.   ყვებიან, რომ უკვე წლებია ამორტიზირებულ კორპუსებში ცხოვრობენ, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, თუმცა მერია დაპირების მიუხედავად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.  

ისინი ბათუმის მერიას ავარიული სახლების აღებას და ახალი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ამბობენ, რომ ვიდრე ლაშა კომახიძის ადგილზე არ მივა, გზას არ გახსნიან. ბაგრატიონის ქუჩაზე სამართალდამცველები იმყოფებიან. 

 

განახლება: 15:41 პოლიციამ გზა გახსნა. სამართალდამცველებმა მოქალაქეს განუმარტეს, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის გზის ჩაკეტვა კანონით აკრძალული იყო.

ასევე აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მათთან შესახვედრად მოვიდოდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში