ქაოსური გარევაჭრობა ტურისტულ ობიექტებთან

09 აპრილი 2019, 00:00 1724 ნახვა

სტატისტიკის მიხედვით, მაღალმთიან აჭარაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ქედაში მახუნცეთის ჩანჩქერს ჰყავს, განსაკუთრებით კი ზაფხულში, ზუსტად მაშინ, როცა აქ გარევაჭრობისთვის 10-ზე მეტი სავაჭრო სივრცე ეწყობა.  მოუწესრიგებელი გარემო და სიბინძურე კი ადგილობრივებსა და სტუმრებს ერთნაირად უქმნით დისკომფორტს.

ტერიტორიის მოწესრიგების მიზნით, გარემოვაჭრეები სავაჭრო  ჯიხურების განთავსებას ითხოვენ. როგორც გავარკვიეთ, მერია ამ ეტაპზე მხოლოდ დახლების განთავსებას გეგმავს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში