„დექსტილ დეველოპმენტის“ პროექტს ექსპერტიზა შეისწავლის

08 აპრილი 2019, 00:00 1507 ნახვა

განხორციელდება  თუ  არა  ნინოშვილის  ქუჩაზე   კომპანია  „დექსტილ დეველოპმენტის“   ბოლო  დროს  გახმაურებული  პროექტი და გასცემს თუ არა მერია ნებართვას,  ეს სამხარაულის ექსპერტიზის  ბიუროს შესწავლის  შემდეგ  გადაწყდება.  ბათუმის  მერის  განცხადებით, კომპანიის მიერ შეტანილი პროექტისა და ბარაკული სახლების  დემონტაჟის  პირობების შესახებ დაწყებული ადმინისტრაციული  წარმოების პროცესში  კრიტიკული საკითხები გამოიკვეთა, რის გამოც საბოლოო დასკვნისთვის  ექსპერტებს   მიმართეს.

  ბიზნესმენი  ლევან  კანთელაძე  რამდენიმე დღეა საუბრობს ჯერ კიდევ 2016 წელს  შეთანხმებული პროექტის განხორციელებაში  ხელშეშლაზე, ბიზნესზე ზეწოლაში მთავრობის  თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს  ადანაშაულებს.  ბათუმის მერი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია  ბიზნესზე ზეწოლის შესახებ  განცხადებები, რადგან  პირადად  მან  შესთავაზა  ბიზნესმენს   მთავრობასთან  ერთად ემსჯელათ ალტერნატიულ ვარიანტებზე, ლევან კანთელაძემ  ზეწოლის შესახებ ღია წერილით მიმართა პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს. 

ფაქტს იკვლევს ბიზნესომბუდსმენი, რომელიც დასკვნას სავარაუდოდ ორ კვირაში დადებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში