სკოლებში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა

08 აპრილი 2019, 00:00 1642 ნახვა

მოსწავლეებს მიმდინარე წელს გამოსაშვები გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცდა. კანონპროექტს 80 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რვა წინააღმდეგ წავიდა.

აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი 5 აპრილსაც უყარა. მაშინ ცვლილებებს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, საჭირო იყო 63 ხმა. 

კანონპროექტით დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საატესტატო გამოცდების ჩაბარების ვალდებულებაც ეხსნებათ. ასევე, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.

საუბარია იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.

პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

ამავე კატეგორიაში