კომპენსაციები სეტყვით დაზარალებული ოჯახებისთვის

07 აპრილი 2019, 00:00 991 ნახვა

ქედაში სეტყვით დაზარალებული 173 ოჯახი, კომპენსაციას მიიღებს. მუნიციპალიტეტი თანხის ჩარიცხვას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსაგან ელოდება. ჯამში საერთო თანხა 146 ათას 380 ლარია.

მერის პირველი მოადგილის განმარტებით, მოსახლეობას თანხა მაქსიმუმ 10 დღეში გადაეცემა. სეტყვამ, გასული წლის 30 მაისს ხუთ სოფელში ბოსტნეული კულტურები ხეხილი და ვენახი დააზიანა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში