ოლიმპიური ქალაქის დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნა

06 აპრილი 2019, 00:00 1267 ნახვა

თამარ მეფის პირველ ნომერში, სადაც  ოლიმპიური ქალაქი  უნდა აშენებულიყო, უკვე აშენებული 7 სართულიანი ნაგებობა შესაძლოა დაინგრეს. იძულებითი დემონტაჟის მოთხოვნა ბათუმის მერიამ აღსრულების ბიუროს უკვე გაუგზავნა. მერიაში ამბობენ, რომ „სვეტი ჯგუფმა“  მხოლოდ ხიმინჯების მშენებლობის ნებართვა აიღო.  მენაშენეები კი, რომელთაც თანხის ნაწილი გადახდილი აქვთ, ფიქრობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი არიან. როგორც ლალი კომახიძე ყვება, დემონტაჟის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე ბინა, იუსტიციის სახლში დაირეგისტრირა ისე, რომ  საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის შესახებ არაფერი იცოდა.

მენაშენეების ნაწილმა ასევე,  ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ კორპუსის ნაწილი არა კომპანია „სვეტის,“ არამედ „ორბის“ ტერიტორიაზეა. ისინი აქციების გამართვას აანონსებენ და სასამართლო დავის დასრულებამდე დემონტაჟის გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვენ. მერიაში აცხადებენ, რომ თუ მიწის მესაკუთრე მშენებლობის ნებართვისთვის მერიას მიმართავს, დემონტაჟის გადაწყვეტილებას მერია უკან გამოითხოვს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ფინანსურ პოლიციაში. „სვეტი ჯგუფს“ ელიტარული ტიპის ხუთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ჰქონდა დაგეგმილი. კვადრატული მეტრის ფასი 1000 დოლარი იყო. მენაშენეების უმეტესობა ემიგრანტები არიან.

ამავე კატეგორიაში