გრძელი გზა მუნიციპალურ ტრანსპორტამდე

05 აპრილი 2019, 00:00 1749 ნახვა

მუნიციპალური ტრანსპორტი რომელიც ე.წ. ჭაობის დასახლებას ბათუმის ზღვისპირა ტერიტორიასთან  დააკავშირებს არ არსებობს - ამის შესახებ ადგილობრივები აცხადებენ. ამბობენ, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია ზაფხულში - დისკომფორტით გამოწვეულ გაუგებრობაში კი ტურისტები არიან. მოქალაქეებს რამდენიმე ქუჩის ფეხით გავლა, ან ტრანსპორტის გამოცვლა უხდებათ.

ცნობისთვის, ამ დასახლებაში ასეთი ვითარება იყო სატრანსპორტო ქსელის ცვლილებამდეც. ქალაქის ავტოტრანსპორტში ახალ ელექტროავტობუსებს ელოდებიან, თუმცა უკვე იციან რომ 10 ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი აღმაშენებლის მიმართულებით დაინიშნება - ე.წ. ჭაობის დასახლებასთან დაკავშირებით კი  წელს არაფერი შეიცვლება. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში