მაჭახლის ხეობის მცხოვრებელები დღეს პრემიერს მიმართვას გადაუგზავნიან

05 აპრილი 2019, 00:00 1299 ნახვა

სიმბოლურ აქციას გამართავენ დღეს ბათუმის ცენტრალურ პარკში, მაჭახლის ხეობის მკვიდრები. ისინი  პრემიერის  სახელზე მომზადებული მიმართვის ხელმოწერებს  მამუკა ბახტაძეს ფოსტით გადაუგზავნიან.

მოსახლეობა ხეობაში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, მათ შორის სოფელ ქედქედში, კომპანია „ბიჯი თრეიდი“ მცირე ჰიდროექლექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება. კომპანიის ხელმძღვანელმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა.

„ბიჯი თრეიდის“ იურისტი ადასტურებს, რომ  დირექტორმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, თუმცა მხოლოდ დახმარებისთვის  და არავისთვის უჩივლიათ. გიორგი ხიმშიაშვილის თქმით, ნონა ბაკურიძე პოლიციას ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის წარმოებისთვის სოფელ ქედქედში შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვეს, რომ მოსახლეობამ  სამუშაოებს ხელი არ შეუშალოს.    

გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით ამ ეტაპზე კომპანიას  ნებართვა მხოლოდ მოკვლევაზე აქვს, რომელზე თანხმობა   ხელვაჩაურის მერისგანაც მიიღო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი