რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო?

05 აპრილი 2019, 00:00 1190 ნახვა

ქურდულ სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში  მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების  იმედა აბაშიძის, მარად წითელაძის, ჯამბულ ნაკაშიძისა და ბეჟან დეკანაძის საქმეზე განაჩენი შესაძლოა მოსამართლემ დღეს გამოაცხადოს. პროცესი 14 საათზეა ჩანიშნული.  

დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლემ  გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. წინა სხდომაზე  პროკურორმა  იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც ბრალდებულების წინააღმდეგ  არსებობს.  

სისხლის სამართლის საქმეზე  11 პირია ბრალდებული.  დანაშაული 7-დან 10 წლამდე  ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში