ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის იუბილე - საჯარო ლექცია

05 აპრილი 2019, 00:00 1516 ნახვა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საჯარო ლექცია ქობულეთში ჩატარდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ნატოს ისტორიაზე, ალიანსის როლზე, ასევე ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და ქვეყნის ნატოში გაწევრიანების გზებზე, მიღწეულ შედეგებსა და პერსპექტივებზე. ყურადღება  გამახვილდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მთავარ მიმართულებებზე.

საჯარო ლექცია  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონალური წარმომადგენელმა და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტმა ჩაატარეს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში