სტუდენტობა 41 000-მდე აბიტურიენტს სურს

04 აპრილი 2019, 00:00 1462 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის ეროვნულ გამოცდებზე 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა,  საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 12 000-მდე კანდიდატი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი კი 4 600-მდე სტუდენტმა დააფიქსირა. ​

უწყების ცნობით, 7 მაისის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს საგამოცდო საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ.

საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლისა და დამატების შესაძლებლობა კი აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით მიეცემათ.

7 მაისის ჩათვლით, უკვე დარეგისტრირებულ კანდიდატს ტესტის ტიპის შეცვლა, საერთო სამაგისტრო გამოცდაზეც შეეძლება.

ამავე კატეგორიაში