ომარ როდონაია თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ელოდება

03 აპრილი 2019, 00:00 2078 ნახვა

სოციალურად დაუცველი ომარ როდონაია აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. უკვე წლებია იგი ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვს.

ომარ როდონაიას თქმით, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, რომლის თანხასაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ უხდის.

იგი თორნიკე რიჟვაძეს მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ელოდება და შეხვედრამდე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს. თანახმაა გაესაუბროს მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწესაც, რომელიც სოციალური მიმართულებით მუშაობს, სხვა პირებთან შეხვედრას არ გეგმავს.

ომარ როდონაია აფხაზეთში დაიბადა. ამბობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ომამდე გადმოიყვანეს - მანამდე კი ბავშვთა სახლში ცხოვრობდა.

როდონაია წლებია ცდილობს დევნილის სტატუსის და თავშესაფრის მიღებას. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში