ჩაქვში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

03 აპრილი 2019, 00:00 6432 ნახვა

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ გზაზე, გვირაბთან ახლოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მედიკოსების ინფორმაციით, ხუთივე მათგანს სხეულის მცირე დაზიანება აღენიშნებათ.

თავდაპირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ დაშავებული იყო სამი მგზავრი. მოგვიანებით კი დააზუსტეს, რომ დაახლოებით ნახევარ საათში სამსახურში შეტყობინება ისევ შევიდა. ბრიგადამ კიდევ ორი პაციენტი კლინიკაში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბათუმი-ჩაქვის ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებული იყო. 

 

ამავე კატეგორიაში