საგამოძიებო სამსახურმა ხელვაჩაურის მერიის თანამშრომელი დააკავა

02 აპრილი 2019, 00:00 5384 ნახვა

 ახალშენის კულტურის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს ფინანსურმა პოლიციამ ხელვაჩაურის მერიაში, ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტი დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით დაკავება მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა - სხვა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. ხელვაჩაურის მერი ამბობს, რომ საქმე ეხება შემაჯამებელი ოქმის შედგენას.

ცნობისთვის, კულტურის სახლზე საუბარი იყო აუდიტის დასკვნაშიც. მედიის ყურადღება კი იმ ჩანაწერმა მიიქცია, რომლის თანახმადაც პროექტში გამორჩენილი იყო სახურავი და სარეპეტიციო დარბაზი - ეს ის შენობაა, რომელსაც ერთ-ერთი კიბე ისე აქვს დამონტაჟებული რომ იქედან შენობაში შესვლა შეუძლებელია. აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნებიდან მალევე თანამდებობიდან გადადგა ხელვაჩაურის მერის მოადგილე.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში