ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში

02 აპრილი 2019, 00:00 2708 ნახვა

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის გემები შემოვიდნენ. ჰოლანდიური საფლაგმანო ხომალდი, კრეისერი„ევერსტენი“ , თურქული "ილდირიმი", ბულგარული "ბი-ჯი-ეს დრაზკი" და რუმინული "რეჯელ ფერდინანდი" ამ დროისთვის ფოთის პორტში არიან ბაზირებული. დანაყოფს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. გარდა ამისა გაიმართება ერთობლივი სწავლება. ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია, საქართველოსა და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთქმედების და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში