წინასწარი მონაცემებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიის მერობის კანდიდატებმა დედაქალაში არჩევნები წააგო

01 აპრილი 2019, 00:00 1979 ნახვა

თურქეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს, ამ დრომდე ითვლიან. წინასწარი მონაცემებით, ხმათა რაოდენობით პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტია პირველია, თუმცა დედაქალაქ ანკარასა და სხვა დიდი ქალაქების ნაწილში ოპოზიციური პარტიის კანდიდატები იმარჯვებენ.

სამი დიდი ქალაქიდან, როგორიცაა ანკარა, იზმირი და სტამბოლი, მმართველი პარტიის კანდიდატმა  მხოლოდ სტამბოლი, მინიმალური პროცენტით მოიგო. რამდენიმე ქალაქში კი ოპოზიციისა და საპრეზიდენტო პარტიის კანდიდატებმა, ამომრჩევლების თითქმის თანაბარი მხარდაჭერა მოიპოვეს.

''სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის კანდიდატი ართვინის რეგიონშიც დამარცხდა. ცესკოს ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ართვინს ახალი მერი ეყოლება - ოპოზიციური პარტიიდან. “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელმა მოიგო ასევე, ​ბორჩხა, ხოფა და ქემალფაშა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დიდ ქალაქ ბურსას, აქ მმართველი პარტიის კანდიდატი ლიდერობს.

წინასწარი შედეგებით, 81 პროვინციიდან 57%-ში მოსახლეობას მმართველი პარტიის, ''სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის მიერ წარდგენილი მერები ეყოლებათ. 

ხმათა საერთო რაოდენობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” პირველობას ინარჩუნებს, მეორე ადგილზე “რესპუბლიკური პარტიაა” , ხოლო შემდეგ პოზიციაზე კი მემარჯვენე “კარგი პარტიაა”. ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და პროცენტული მაჩვენებელი იცვლება. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ძირითადად ორი დიდი ალიანსი იბრძოდა. “სამართლიანობისა და განვითარების პარტია” და ''ოპოზიციური ნაციონალისტური მოძრაობა'' არჩევნებამდე გაერთიანდნენ. მეორე ალიანსში კი ''რესპუბლიკური პარტიის'' და მემარჯვენე ''კარგი პარტიის'' წარმომადგენლები გაერთიანდნენ. იყო მესამე ძალაც, ''პრო ქურთული'' პარტია, რომელსაც დიდ ქალაქებში სტამბოლში, იზმირსა და ანკარაში კანდიდატი არ ჰყავდათ და ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირეს მხარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფმა რამდენიმე პროვინციის მერობის კანდიდატი ჩაწერა. მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობა მნიშვნელოვანია, როგორც სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებითაც. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში