უკრაინაში დუმილის დღეა  

30 მარტი 2019, 00:00 1161 ნახვა

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. დღეს კი ქვეყანაში  დუმილის დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იკრძალება ნებისმიერი სახის აგიტაცია. საარჩევნო უბნები ხვალ ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება. არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ეგზიტპოლები.

უკრაინის პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ექსპრემიერი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და ასევე , კომიკოსი და მსახიობი ვოლოდიმირ ზელენსკი. იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში ვერც ერთი მათგანი მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, დაინიშნება მეორე ტური და თუ ეს ასე მოხდება, მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს აშუქებს ჩვენი გადამღები ჯგუფი: ჯენი კვანტალიანი და ანდრო ქაჩიბაი. პირდაპირი ჩართვა „მთავარი აჭარაში“ 19:00 და „მთავარში“ 21:00 საათზე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში