''ორბი ჯგუფი მილენიუმი'' სასტუმროს შენობის სიმაღლის გაზრდის ნებას ითხოვს

29 მარტი 2019, 00:00 3304 ნახვა

შესაძლოა მალე ბათუმში კიდევ ერთი მასშტაბური კომპლექსის მშენებლობა დაიწყოს სანაპიროსთან ახლოს - საუბარია აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე.  აქ მიწას შპს „ორბი ჯგუფი მილენიუმი“ ფლობს.

კომპანიას შეცვლილი გეგმების და კრიტერიუმების დაკმაყოფილების გამო აპატია დღეს აჭარის მთავრობამ პირგასამტეხლო და ვადა გაუხანგრძლივა. „ორბს“ ჯერ ნებართვები არ აქვს მიღებული - სჭირდება აეროპორტის თანხმობა და სამშენებლო ნებართვა, კ2-ის გაზრდის თანხლებით.

კომპანიის ხელშეწყობის მიზნით საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს. დღესვე დამტკიცდა წესი, რომელის 2019 წლის ბოლომდე იმოქმედებს და ინვესტორების ხელშეწყობას, შესაბამისი გარანტიების შემთხვევაში განსაზღვრავს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში