აჭარის მთავრობის სხდომა

29 მარტი 2019, 00:00 1212 ნახვა

ორ მილიონამდე ლარის პირგასამტეხლო დროებით შეუჩერდა კომპანია ,,ორბი ჯგუფი მილენიუმს“. ამავე კომპანიას მშენებლობისთვის ვადა წელიწადნახევრით გაუხანგრძლივდა.

გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს, რომელზეც ასევე განისაზღვრა კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დამატებითი წესი. მთავრობის სხდომაზე დღეს თორნიკე რიჟვაძემ საინვესტიციო პროექტების მოზიდვაზე ისაუბრა და განაცხადა,  რომ ამ მხრივ საინვესტიციო მოცულობა გაოთხმაგდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში