განათლების ქალაქისთვის ტერიტორია ბათუმში ერთ თვეში უნდა შეარჩიონ

28 მარტი 2019, 00:00 3103 ნახვა

ბათუმში განათლების ქალაქი აშენდება - ამის შესახებ  გუშინ პრემიერ-მინისტრმა ბათუმში განაცხადა. უფრო მეტი დეტალი დღეს დაკონკრეტდა. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ განიხილება კომაროვის მსგავსი სკოლის გახსნა, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურით და საერთო საცხოვრებლით. სწავლა უფასო იქნება.  

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, აჭარის მთვარობამ დაახლოებით 1 თვის ვადაში ტერიტორია უნდა შეარჩიოს და ასევე პროექტის შინაარსობრივი ნაწილიც შეიმუშაოს. მშენებლობის დაწყებას კი წლის ბოლომდე ვარაუდობენ.

როგორც განმარტეს, განათლების ქალაქის კონცეფცია ერთ სივრცეში საგანმანათლებლო, სპორტული და სარეკრეაციო ზონების მოწყობას გულისხმობს, ისე როგორც ეს დედაქალაქში იგეგმება. ამბობენ, რომ აჭარის შემთხვევაში თბილისის პროექტის კოპირება არ მოხდება და ის ბათუმის  საჭიროებებზე იქნება მორგებული.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი