ნაციონალური მოძრაობის წევრთა ბრიფინგი

10 აგვისტო 2016, 00:00 2419 ნახვა

საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობს ,,ერთიანი ნაციონალური  მოძრაობა”. ოპოზიციის განცხადებით შუამთობის დღესასწაულზე აჭარის მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაპირებები გასცა, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ. პეტრე ზამბახიძე მიიჩნევს, რომ ამით თანაბრობის პრინციპი და საარჩევნო კოდექსის 80-ე მუხლი დაირღვა. ოპოზიციის მტკიცებით, გამოხატვის თავისუფლება მათ ხელვაჩაურის რაიონული პოლიციის ხელმძღვანელმა შეუზღუდა. ნაციონალური მოძრაობა ფაქტის მოკვლევის მიზნით უწყებათაშორის კომისიასა და ხულოს გამგეობაში საჩივრების შეტანას გეგმავს. 

ამავე კატეგორიაში