შეხვედრა სკოლების დირექტორებთან

28 მარტი 2019, 00:00 1580 ნახვა

ბათუმში მყოფი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს შეხვდა. მარიამ ჯაშმა   შეხვედრაზე განათლების რეფორმაზე ისაუბრა.

უპასუხა შეკითხვებსაც. სკოლების დაფინანსება, საატესტატო გამოცდების გაუქმება, ცვლილებები მისაღებ გამოცდებში, სკოლა-პანსიონების ფუნქციონირება, სახელმძღვანელოების ხარისხი და ახალგაზრდა კადრების შესვლა სკოლებში - შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ძირითადად სასკოლო განათლების საკითხებზე ისაუბრეს.

მარიამ ჯაშის განცხადებით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 2,5%-ით გაიზრდება  განათლების დაფინანსება. 6 წლის ასაკის ბავშვების სკოლაში მიღების საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატმა თქვა, რომ პარლამენტში პეტიციაა შესული. ის ფიქრობს, რომ   სამომავლოდ სისტემა ეტაპობრივად ახალ მოდელზე უნდა გადავიდეს და სკოლაში შესვლის შესაძლებლობა კალენდარული წლის მიხედვით დადგინდეს.  

მარიამ  ჯაშმა  სკოლების დიფერენცირებული დაფინანსების მოდელზეც ისაუბრა, ამ ინიციატივის მიხედვით,  საბაზოსთან ერთად ჩნდება სკოლის განვითარების ფონდი. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი