მოსწავლეთა ინიციატივების პრეზენტაცია

28 მარტი 2019, 00:00 1318 ნახვა

ბათუმის 29-ე სკოლაში  აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის  სკოლის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროექტების  შედეგები წარმოადგინეს. პროექტები ბულინგის შემთხვევებს, თამბაქოსა და კანაფის  მოხმარების ნეგატიურ  ზეგავლენას, ჯანსაღი კვების საკითხებს, საგზაო უსაფრთხოებასა და  ბუნებრივი კატასტროფებისგან მიყენებული ზიანის შემცირებას  ეხებოდა.  

პრეზენტაციები  მოსწავლეებმა  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს  წარმომადგენლებს გააცნეს.  შეხვედრა    სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში