ძალადობა ხანდაზმულებზე

27 მარტი 2019, 00:00 1540 ნახვა

საქართველოს აუდიტის სამსახურმა ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა - დოკუმენტში საუბარია ბევრ მიმართულებაზე, შსს-ს პასუხისმგებლობასა და სოციალური დაცვის სამსახურის ფუნქციებზე. მითითებულია იმ ნაბიჯების შესახებ რაც მთავრობამ გადადგა ბოლო პერიოდში, ასევე საუბარია სოცმუშაკების დეფიციტსა და ამით გამოწვეულ პრობლემებზე.

ერთ-ერთი პუნქტი ეთმობა ხანდაზმულებზე ეკონომიკურ ძალადობას. აუდიტი მიუთითებს, რომ არსებობს შემაკავებელი ორდერი, თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა ეკონომიკური ძალადობა გამოიხატება უმოქმედობით, აღნიშნული დამცავი მექანიზმების გამოყენება ვერ იცავს მსხვერპლს. კანონმდებლობით შვილზე დაკისრებული ვალდებულებები და შესაძლო ძალადობის მსხვერპლი ხანდაზმულები -  ფსიქოლოგიური ზეწოლა, არასაკმარისი ზრუნვა და ქონების წართმევა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში