კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატზე ბათუმელებმა 4 მედალი მოიპოვეს

24 მარტი 2019, 00:00 2784 ნახვა

ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში ბათუმელმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს, მათ შორის ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს.

იუნიორებში 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონობა არავის დაუთმო დათა ფუტკარაძემ. მეორე ოქრო კი კადეტებში +65 კილოგრამში დავით მსხალაძემ მოიპოვა.  სპორტსმენები უკვე მეორედ გახდნენ ევროპის ჩემპიონები.

ვერცხლის მედალს 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში ემილ კახიძემ დაეუფლა, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა იუნიორებში მინდია მგელაძე. ცნობისთვის გეტყვით, რომ 4 ბათუმელი კარატისტი გასულ წელს წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ.

პირადი მწვრთნელი ლევან ცინცაძე სპორსმენების შედეგებით კმაყოფილია. ამბობს, რომ ეს მათი საუკეთესო შედეგია.

სპორტსმენები ისრაელიდან ბათუმში 26 მარტს დაბრუნდებიან და მზადებას საერთაშორისო ტურნირისთვის დაიწყებენ, რომელიც კიევში 26-27 აპრილს გაიმართება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში