საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

23 მარტი 2019, 00:00 1067 ნახვა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში საქართველო საკუთარ მოედანზე შვეიცარიას უპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს. პირველი ნახევარი ფრედ 0-0 დასრულდა. რამდენიმე წუთში შეხვედრა განახლდება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ახორციელებს.

გუნდები ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ორჯერ შეხვედრიან. დაპირისპირებები ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა. პირველი შეხვედრა 2002 წლის 8 სექტემბერს გაიმართა და შვეიცარიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. მეორე თამაში 2003 წლის 4 აპრილს თბილისში გაიმართა და ამჯერად მაყურებელმა უგოლო ფრე იხილა.

ამავე კატეგორიაში