საჩუქრების გადაცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

09 აგვისტო 2016, 00:00 3040 ნახვა

შეიცავს თუ არა სამართლებრივი გადაცდომის ნიშნებს ახლადდაქორწინებული წყვილისთვის ოქროს ბეჭდების გადაცემა? ამას აუდიტის სამსახური სწავლობს. ,,ახალ ამბებთან”  სატელეფონო საუბარში  წყვილი თანამდებობის პირების მიერ ბეჭდების გადაცემის ფაქტს ადასტურებს. ნათია დეკანაძის თქმით,  ბეჭედი მას გამგებელმა გადასცა,  მეუღლემ  კი რგოლის ბეჭედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან მიიღო. სამართლიანი არჩევნების მიერ გავრცელებულ ფოტო მასალაში ჩანს,   რომ 6 აგვისტოს შუამთობის დღესასწაულზე წყვილს საჩუქარს პრემიერი კვირკაშვილი და აჭარის Mმთავრობის ხელმძვანელი გადასცემენ.  ფაქტის გამოძიების რეკომენდაციით საგამოძიებო უწყებებს ორგანზიაცია სამართლიანმა არჩევნებმა მიმართა. აუდიტის სამსახურში  გამგეობისგან დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან.    აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და ხულოს გამგებელი კი  მიიჩნევენ,  რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია რადგან,   თანხა  საჩუქრის შესაძენად  გამგეობისგან იყო  გამოყოფილი. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში