ჯავახიშვილის ქუჩაზე წყალარინების სისტემის მოწყობა იწყება

20 მარტი 2019, 00:00 1200 ნახვა

წყლის და საკანალიზაციო ერთიანი სისტემის მოწყობითი სამუშაოები ამჯერად ჯავახიშვილის ქუჩაზე გონიოს მიმართულებით დაიწყება. გონიოში  გამტარი ფილტრის აშენება იგეგმება. წყალარინების მიწისქვეშა კომუნიკაციების აღმასრულებელ სააგენტოსთან სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით მერიაში შეხვედრა გაიმართა.

ამ დროისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოები გიორგი ბრწყინვალესა და ჯავახიშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს. სამუშაოები ტბელ აბუსელიძის  და გორგილაძის ქუჩების ნაწილზეც სრულდება.  პროექტი 60 მილიონ ევროს მოიცავს.

ამავე კატეგორიაში