ქობულეთის სანაპიროზე მეპატრონეებს ობიექტების დემონტაჟი მოსთხოვეს

18 მარტი 2019, 00:00 2107 ნახვა

ბათუმისა და კვარიათის შემდეგ, პლაჟზე კვების ობიექტებისთვის განკუთვნილ კონსტრუქციებს იღებენ ქობულეთშიც. ამ ეტაპზე საუბარია 5 კაფე-რესტორნის დემონტაჟზე. მათ შორისაა „მონოპოლი“, რომლის მფლობელიც ვადების გადაწევას ითხოვს და შემოსავლის გარეშე დარჩენაზე საუბრობს.

ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურებში ამბობენ, რომ ცვლილებები ზღვის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება და სხვადასხვა ტიპის მითითება, ასევე გაფრთხილება სხვა ობიექტების ადმინისტრაციებმაც მიიღეს. ქობულეთში, ამჟამად სულ 43 კვების ობიექტია განთავსებული. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში