გარემოვაჭრეებისთვის ავტოსადგურში დახლები ფარული კენჭისყრით ნაწილდება

18 მარტი 2019, 00:00 3223 ნახვა

ბათუმში მომუშავე გარემოვაჭრეები, რომლებსაც ბათუმის ქუჩებში  ვაჭრობა 28 იანვარის შემდეგ ეტაპობრივად აეკრძალათ, ძველი ავტოსადგურის მიმდებარედ, სპეციალურად აგებულ სავაჭრო სივრცეში ადგილებს ფარული კენჭისყრით ინაწილებენ. 

ბათუმის მერიის ნაწილობრივი დაფინანსებით, სავაჭრო სივრცე რკინის კონსტრუქციით შეიკრა და თუნუქის ფირფიტებით გადაიხურა. სივრცეში მხოლოდ ის მოვაჭრეები იქნებიან, რომლებიც ტანისამოსით ვაჭრობენ. მაგიდები დაინომრა, რომელ გარემოვაჭრეს რომელი ნომერიც ფარული კენჭისყრით ამოუვა, იმ დახლთან იმუშავებს.

ადგილების განაწილების პროცესი ამ წუთებში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, 50-მდე ადამიანი თავის ადგილზე უკვე განთავსდა. დღეს, 18 მარტს, ბათუმის მერიის მიერ ადგილის გადაცემის ვადა ამოიწურა და  ახალ ობიექტზე განთავსების პროცესიც დაიწყო.

გარემოვაჭრეები, რომლებიც ხილით დ აბოსტნეულით ვაჭრობენ, ისინი ავტოსადგურის მეორე სართულზე განთავსდებიან. მათთვის ადგილების გადანაწილების პროცესი 2 თვეში დასრულდება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში